რაგბის პოპულარიზაციისთვის იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს ეწვია.

რაგბის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე გოგებაშვილმა, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავამ და გამგეობის წევრმა გიორგი კობახიძემ ხუთი რაიონი და რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს – წყალტუბოში, ჭიათურაში, ლენტეხში, ცაგერსა და ამბროლაურში.

მათ გამართეს შეხვედრები პარლამენტის წევრთან გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხებოდა ბავშვთა რაგბს, ადგილობრივი სარაგბო კლუბების დახმარებას, რაგბის პოპულარიზაციას და რაც მთავარია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა პროექტირება-მშენებლობა 2022 წლიდან დაიწყება.

უახლოეს პერიოდში რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ანალოგიური მისიით ონის მუნიციპალიტეტს ეწვევა.