მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა და რადგან სანაკრებო თამაშები დასრულებულია, წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება.
20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან 15:15 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 0,29 სარეიტინგო ქულა მიიღო, ამდენივე დააკლდა ფიჯის და შესაბამისად, გუნდებს შორის სხვაობა შემცირდა. ამჟამად საქართველოს ჯამში 74,02, ხოლო მე-11 პოზიციაზე მყოფ ფიჯის 76,32 ქულა აქვს.
2021 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა 8 თამაში გამართეს – რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოიგეს ხუთივე და მე-13-ედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებული; ერთი ფრედ დაასრულეს (ფიჯისთან) და დათმეს ორი – მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან პრეტორიაში 9:40 და საფრანგეთთან ბორდოში 15:41.
რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელმაც ოლ ბლექსის მარცხებით ისარგებლა. ევროპულ ნაკრებებს წარმატებული ნოემბერი ჰქონდათ და მათ რეიტინგში სამხრეთელები შეავიწროვეს, თუმცა პირველობა ჯერ ვერ ჩამოართვეს:
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით
- სამხრეთ აფრიკა – 90,61
- ახალი ზელანდია – 88,75
- ინგლისი – 87,83
- ირლანდია – 86,53
- საფრანგეთი – 85,53
- ავსტრალია – 83,92
- შოტლანდია – 83,05
- უელსი – 81,56
- არგენტინა – 80,58
- იაპონია – 78,26
- ფიჯი – 76,32
- საქართველო – 74,02
- სამოა – 73,59
- იტალია – 70,51
- რუმინეთი – 67,91
- ტონგა – 67,72
- აშშ – 66,54
- ურუგვაი – 66,40
- პორტუგალია – 65,84
- ესპანეთი – 65,42
- კანადა – 61,80
- ჰონკონგი – 61,23
- რუსეთი – 60,07
- ნამიბია – 59,72
- ჩილე – 58,41
- ნიდერლანდები – 57,60
- ბელგია – 54,86
- პოლონეთი – 53,81
- ბრაზილია – 53,31
- გერმანია – 53,15…..