ინფორმაცია ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას სამხრეთ აფრიკაში კოვიდ 19 დაუდგინდა, რის გამოც იგი ნაკრებთან ერთად არ დაბრუნდა საქართველოში.

იგი ამ ეტაპზე იმყოფება სავაადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აღენიშნება ფილტვების დაზიანება და გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე. მის მკურნალობაში ჩართულია, როგორც ქართული, ასევე სამხრეთ აფრიკული მხარე – ადგილზე იმყოფება გუნდის მთავარი ექიმი, ნუცა შამათავა. ყველაფერი კეთდება, რომ უახლოეს დღეებში გაუმჯობესდეს ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვავრცელებდით.

ვუსურვებთ ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და სიახლეებს მისი მდგომარეობის შესახებ რეგულარულად მოგაწვდით.