გივი ჭიჭინაძე იუბილარია

საქართველოს რაგბის კავშირი და მისი პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვეტერან მორაგბესა და რაგბის კავშირის გამგეობის თევმჯდომარე გივი ჭიჭინაძეს ულოცავს დაბადების დღეს.

გივი ჭიჭინაძე, რომელსაც დღეს 62 წელი შეუსრულდა, თითქმის ნახევარი საუკუნეა სხვადასხვა ამპლუაში ემსახურება ქართულ რაგბს. რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და რაგბის კავშირი, მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ყველა ასპარეზზე.