ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, ‘კავკასიონი არენაზე’ ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.
ბილლეთები
ონლაინ ბილეთები გაყიდულია. ფიზიკური ბილეთები თელავის თეატრის სალაროში მომავალი კვირიდან გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზეგულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!
ურთიერთშეხვედრების ისტორია
ბორჯღალოსნებს ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველი შეხვედრა 1995 წელსჰოლანდიაში გაიმართა და საქართველო 3:0 დაწინაურდა, თუმცა მერე 9 ლელო გაუშვადამასპინძლებმა 55:3 იმარჯვეს.
რევანში 2000 წელს, თბილისში შედგა. საქართველომ მეტოქეს „ეროვნულზე“ უმასპინძლა და 20 ათასი მაყურებლის თვალწინ 41:6 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ მეტოქეს ამსტერდამში ვეწვიეთდა32:3 ვძლიეთ, ხოლო 2002 წელს, ნიდერლანდებს თბილისში სარეკორდო სხვაობით, 88:0 მოვუგეთ. 2007 წლამდე (ჩეხეთთან 98:3) სწორედ ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრების სარეკორდოსხვაობითგამარჯვება.
შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკაშიმიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს ორ ტესტს გამართავენ, შინდაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან.