დიდი 10 | ვეფხვები 130:0 ჯიქი

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ გორის ‘ჯიქს’ 20 უპასუხო ლელო გაუტანა და 130:0 დაამარცხა.
კახელებისთვის ეს იყო პირველი მოგება პირველი ტურის შემდეგ.
სამი ლელო გაიტანა ანრი გორდაშვილმა და ლევან ჭავჭავაძემ, ორ-ორი საბა ცხვარიაშვილმა, გიორგი ზუკაკიშვილმა, ლადო ბრეგვაძემ და ნიკა დიღმელაშვილმა, ხოლო მურთაზ ჩიხლაძემ, ბაჩო წიქარიშვილმა, გიორგი კოტორაშვილმა, შოთა შალვაშვილმა, გიორგი მექვაბიშვილმა და თორღვა ქაცანაშვილმა თავი თითოჯერ გამოიჩინეს.

6 გარდასახვა ლაშა ბრეგვაძემ შეასრულა, 8 მურთაზ ჩიხლაძემ, ხოლო ერთი გიორგი ზუკაკიშვილმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანრი გორდაშვილი გახდა.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე