ნიკოლოზ ალავიძე

ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს. ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. მოგვიანებით, 2012-2015 წლებში, გრენობლში (საფრანგეთი) მიიღო ინოვაციების მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და იაპონურ ენებს.

1999-2002 წლებში მუშაობდა საერთაშორისო მაშველთა კომიტეტში (IRC), მიკრო საკრედიტო პროგრამის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე; 2002-2007 წლებში TBC ბანკში იყო მსხვილი კორპორაციული კლიენტების და ინსტიტუტების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011 წლებში სს „საქართველოს ბანკის“ საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების კოორდინატორი, ხოლო 2011-დან 2015 წლამდე ამავე ბანკის რეგიონალური კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის უფროსი; 2016-2017 წლებში შპს „ვექტორ მენეჯმენტ“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე შპს „რუსელოიზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2017-2018 წლებში სს „თიბისი ბანკის“ რეგიონალური კორპორაციული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი; 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე შპს Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ამავე წლის მაისიდან დეკემბრამდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2020 წლის აგვისტოდან დღემდე არის საქართველოს სალიზინგო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე შპს „ალტიტუდას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.