ლაშა ხურციძე

სპორტულ მიმართულებას ლაშა (ბაჩო) ხურციძე უხელმძღვანელებს, რომელიც 1975 წლის 13 თებერვალს დაიბადა, 1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 2000-2001 წლებში სწავლობა კემბრიჯის (ინგლისი) EF სკოლაში, ხოლო 2001-2002 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში და მიიღო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისსა და საფრანგეთში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, 1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ხოლო 2002-2004 წლებში საქართველოს პარლამენტში; 2004-2005 წლებში ფრანს კოოპერასიონ ინტერნაციონალში; 2005-2006 წლებში ევროპის კომისიაში; 2012 წლიდან დეველოპერულ კომპანია „ტრიდეში“ იკავებს დირექტორის თანამდებობას; 2008-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირში, ჯერ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების და სანაკრებო კომიტეტების ხელმძღვანელად, მერე კი მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად.

2011 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მას წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება მიანიჭა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, 2011 წელს საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფას, ხოლო 2017 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც, მსოფლიო რაგბის მიერ, მანამდე ჩატარებულ ანალოგიურ ტურნირებს შორის, ყოველმხრივ საუკეთესოდ იქნა აღიარებული.