მედია საშუალებების საყურადღებოდ | ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში

4 თებერვალს 15:30-ზე, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მედია საშუალებებისთვის გაიმართება ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში.

მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში. COVID 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ფოტო-ვიდეო გადაღება ნება დართული იქნება მხოლოდ ტრიბუნიდან.

რაც შეეხება კომენტარებს და სინქრონებს, კონტაქტის შემცირების მიზნით, მათ ჩაიწერს გუნდის ოპერატორი და ეს მასალა მიეწოდება მედიას.