დიდი 10 | აკადემია 46:17 ვეფხვები

თბილისის ‘აკადემიამ’ ჯგუფის აუტსაიდერი ‘ვეფხვები’ უპრობლემოდ, 46:17 დაამარცხა და დაგეგმილი ბონუსიც აიღო.

მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. თირნიკე ზოიძის წყვილ და გიორგი გოგლიძის ერთ ლელოს, დავით მოძღვრიშვილმა სამივე გარდასახვა და ორი ჯარიმა დაურთო და მასპინძლები 27:3 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი ლევან ლომაურის ლელოთი და მოძღვრიშვილის გარდასახვით დაიწყო. ტაიმის შუაში გიორგი ლაფერიშვილმა და ბექა არველაძემ ორი ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ მათ ირაკლი ლუარსაბიშვილმა და მიხეილ ახობაძემ უპასუხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუარსაბიშვილი გახდა.

‘აკადემია’ „ა“ ჯგუფს 27 ქულით ლიდერობს და მდევარს 9 ქულით უსწრებს, ‘ვეფხვები’ კი ერთი მოგებით და ზედიზედ ექვსი უქულო მატჩის შემდეგ, 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე