გუგა ბაბუნაშვილის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული რაგბის თემი, მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი მორაგბის, გუგა ბაბუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

1964 წელს დაბადებული ბაბუნაშვილი ოლეგ ლიპარტელიანის კურსელი იყო და რაგბის თამაში ქუთაისის ‘მშენებელში’ (აია) მისი რეკომენდაციით, 1982 წელს დაიწყო.

ის იყო იმ დიდი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება და ორჯერ შემართა თასი, დამოუკიდებლობის შემდეგ კი, სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს ნაკრები ფეხს იდგამდა, გუგა ბაბუნაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით ათამდე მატჩი ჩაატარა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ლეგიონერი დავით ჩავლეიშვილთან და ბადრი შვანგირაძესთან ერთად.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.

გასვენება: შაბათი, 26 დეკემბერი

მისამართი: ქუთაისი, თავისუფლების ქუჩა, მეორე ჩიხი – 3, 14 საათი