ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 2020-2021

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება 
2020-2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება 2020 წლის 16 ნოემბერს და დაიხურება 2021 წლის 15 იანვარს 18:00 საათზე. 
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერის დროს მორაგბეები საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ჩართვას შეძლებენ საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ცხრილის (შესაბამისი ლიგის მიხედვით) მე-9 ტურის მატჩიდან, რაც იმას ნიშნავს რომ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერის შემთხვევაში მორაგბე ვერ ითამაშებს 8 (რვა) ტურის ჩათვლით გასამართ მატჩებს, მათ შორის გადადებულ ტურს/ტურებს და მატჩს/მატჩებს. აღნიშნული წესი ეხება კაცთა ლიგის ყველა ჩემპიონატს.