რაგბის მინი-მოედანი ბაგა-ბაღში

ბორჯღალოსანთა ყოფილი კაპიტანის, ამჟამად ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, თბილისის N156 ბაგა-ბაღში რაგბის მინი-მოედანი გაიხსნა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში მსგავსი მოედანი მოეწყო და მისი მიზანია, რომ პატარებს ქონდეთ მეტი ფიზიკური აქტივობა და ადრეული ასაკიდან დაეუფლონ რაგბის უნარ-ჩვევებს. ამავე მიზნით იგეგმება პედაგოგების გადამზადებაც, მომავალში კი, სხვა ბაგა-ბაღებშიც მოეწყობა მსგავსი მოედნები.

2000-2013 წლებში, აბუსერიძეს ნაკრების კვართით 85 მატჩი (8 ლელო) აქვს ჩატარებული, აქედან 39 კაპიტნის სტატუსით, რაც ბორჯღალოსნებში სარეკორდო მაჩვენებელია.