ევროპაში ინგლისელები გამეფდნენ

ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულები ინგლისური კლუბები გახდნენ. ‘ექსეთერმა’ და ‘ბრისტოლმა’ ფინალურ მატჩებში ფრანგული კლუბები დაამარცხეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვის დაგვიანებით გამართული მატჩები დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა. ჩემპიონთა თასის ფინალში, გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის ‘რასინგ92’, ინგლისს ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია.

საწყის 15 წუთში ინგლისელებმა ორი გარდასახული ლელოთი 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ფრანგებმა რამდენჯერმე შეძლეს ჩამორჩენის შემცირება და 64-ე წუთზე, სხვაობა სულაც 1 ქულამდე დავიდა, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე ჯარიმა ‘ექსეთერმა’ გაიტანა და 31:27 იმარჯვა.

ჩელენჯ ქაფის ფინალი საფრანგეთში გაიმართა და მასში ‘ბრისტოლმა’ ‘ტულონს’ 32:19 სძლია. სტუმართა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე ფრანგები მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ და ანგარიშიც საყაიმო იყო, მაგრამ მერე ‘ბრისტოლმა’ შერკინებაშიც იმძლავრა და საბოლოოდ კომფორტული ანგარიშით გაიმარჯვა.

 

ფოტო: Rugbyrama