საშეჯიბრო განაცხადის შევსებისა და გამოგზავნის ინსტრუქცია

კლუბების მენეჯერთა საყურადღებოდ!

ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, 12.00 საათზე იწყება და პარასკევს, 18 სექტემბერს, 20.00 საათზე სრულდება
ახალი, 2020-21 წლების საშინაო სეზონის საშეჯიბრო განაცხადების მიღება.

საამისოდ ყველა რესურსი დევს საქართველოს რაგბის კავშირის მონაცემთა დამუშავებისა და სტატისტიკის სამსახურის საითზე vue.ge

მესამე სეზონია, განაცხადი ყველა ლიგაში ივსება და მუშავდება ელექტრონულად:

საითზე ოპერატიულად ახლდება როგორც ყველა გუნდის მიმდინარე სია, ასევე კრებსითი ნუსხა – თუ ვინ სად თამაშობს სამივე კატეგორიაში: კაცები, “ა” ლიგის ჭაბუკები [18წ], “ბ” ლიგის ჭაბუკები [16წ]

გუნდის მიმდინარე სიის გასახსნელად უნდა შებრძანდეთ შესაბამის ლიგაში და ცხრილში დაწკაპოთ გუნდის [წითელ] სახელზე, კრებსითი ნუსხები კი იღება საითის მარჯვენა სვეტიდან.

მანდვეა ლიგებად დახარისხებული და ანბანზე დალაგებული ყველა კლუბის საკონტაქტო ინფოც:

საკადასტრო კოდი, კლუბის საშეჯიბრო სახელი, მენეჯერის ვინაობა, მობილური და მეილი.

განაცხადი ივსება ექსელში – სეზონის წინ: დადგენილ ვადაში და ერთხელ!

ამისთვის საითის მარჯვენა სვეტიდან უნდა ჩამოტვირთოთ სეზონის განაცხადის ფორმა

http://vue.ge/2020-2021/SIA/SIA_2020-21.xls და შეინახოთ თქვენს კომპიუტერში

ფორმა უნდა შეავსოთ ქართული იუნიკოდით [KA] და გადმოაგზავნოთ მეილზე siebi@rugby.ge

განაცხადში შეტანილი ინფო ოფიციალურია და ნიშნავს, რომ:

1) მენეჯერის მეილია კლუბის მისამართი – მიმოწერა წარმოებს მხოლოდ მისი მეშვეობით

2) ჩამოთვლილი მოთამაშეები არიან კლუბის წევრები და აქვთ ხსენებულ ლიგაში თამაშის უფლება

3) ჩამოთვლილ მოთამაშეებს გავლილი აქვთ სამედიცინო შემოწმება

თუ მოთამაშეს რამდენიმე სახელი ჰქვია – ისინი უნდა ჩამოთვალოთ “სახელები” გრაფაში.

მოქმედი წესებით, 23-კაცა სამატჩო რაზმში უნდა გყავდეთ მინიმუმ 6 პირველ’ხაზელი –
აქედან გამომდინარე, განაცხადშიც მინიმუმ 6 მოთამაშეს ახლავე უნდა დაუსვათ “@” ნიშანი

მოთამაშის პირადი ნომრის ჩაწერა სავალდებულოა, მობილურისა – სასურველი:
რადგან ორივე საიდუმლო ინფოა, საითზე არ ქვეყნდება, მაგრამ კავშირის ბაზაში კი ინახება

თუ მოთამაშე სხვა კლუბიდან მიიღეთ – ამ კლუბის სახელი უნდა ჩაწეროთ გრაფაში “შარშან”

თუ განაცხადში 50 მოთამაშეზე მეტი გყავთ – გადადით შემდეგ გვერდზე

პირველადი განაცხადის მიღებისა და საითზე გამოქვეყნების შემდეგ
სეზონის ბოლომდე მეტად აღარ მიიღება სხვა | სანაცვლო სრული სია

ამის შემდეგ მოთამაშეთა დასამატებლად უნდა შეივსოს დამატებითი განაცხადის მინი-ფორმა

http://vue.ge/2020-2021/SIA/DAMATEBA_2020-21.xls

მოთამაშეთა ამოსაშლელად უნდა მოიწეროთ გვარი და სიის ბოლო სვეტში მითითებული ნომერი

“ა4” ფურცელზე ამოსაბეჭდად გააღეთ
http://vue.ge/2020-2021/SIA/2020_SHEVSEBA.pdf