ოთხშაბათს, 15 აპრილს, 20 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარს გამართავს, თემაზე – დარტყმა ახურვა .
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის და შეზღუდული პირობების ფონზე, საქართველოს რაგბის კავშირი ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარებს იწყებს, რაც ინფორმაციის გაცვლას და მწვრთნელთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. მსგავსი ონლაინ-აქტივობები პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდება.
სემინარის მოსმენისა და მასში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ zoom.us-ზე და დათქმულ დროს გადავიდნენ ამ ბმულზე: https://zoom.us/j/620248231