საქართველო XV-ისა და HP აკადემიის, ასევე პატარძეულის ‘ვეფხვების’ ფიზ.მომზადების მწვრთნელი დავით ლობჟანიძე, სამშაბათს, 21 აპრილს 20 საათზე, გამართავს ონლაინ-სემინარს თემაზე – სისხარტის განვითარება.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის და შეზღუდული პირობების ფონზე, საქართველოს რაგბის კავშირმა ქართველი მწვრთნელებისთვის გასულ კვირას ონლაინ-სემინარები დაიწყო, რაც ინფორმაციის გაცვლას და მწვრთნელთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.
დღემდე უკვე ჩატარდა ხუთი ვებინარი: უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელებმა ლადო კილასონიამ ჩაატარა ორი სემინარი – კონტრშეტევა (ორი მოდული); ასევე უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა – დარტყმა-ახურვა; 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ – მარკერები დაცვით რაქში; რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ბესიკ ჩადუნელმა მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის – ტვინის შერყევა.
სემინარები კითხვა-პასუხის რეჟიმში 1-დან 2 საათამდე გრძელდება და მასზე ონლაინ დასწრება ყველა მსურველს შუძლია. დავით ლობჟანიძის სემინარს დაესწრებით აქ: