სემინარი – ტვინის შერყევა და ლურჯი ბარათი

ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის საქართველოს ჩემპიონატებში, რომლებიც მარტის თვიდან განახლდება, ლურჯი ბარათის საპილოტო პროექტი ამოქმედდება.

იხ. სტატია

ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტი დაიხვეწება და უკვე ახალი სეზონიდან, ის საქართველოს ყველა რანგის ჩემპიონატში დაინერგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი ექიმი ბესიკ ჩადუნელი გამართავს სემინარებს, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

აღმოსავლეთ საქართველოს კლუბების მწვრთნელებისთვის, სემინარი ჩატარდება 21 თებერვალს, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე და ის 13 საათზე დაიწყება.

დასავლეთ საქართველოს კლუბების მწვრთნელებისთვის სემინარი 23 თებერვალს ქუთაისში, „აია არენაზე“ 12 საათზე დაიწყება.

ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის გუნდების მწვრთნელებისთვის, სემინარზე დასწრება სავალდებულია. სასურველია, რომ მას უფროსი ასაკის გუნდების მწვრთნელებიც დაესწრნონ, რადგან ლურჯი ბარათი სექტემბრიდან ყველა ლიგაში დაინერგება. დაინტერესების შემთხვევაში სემინარზე დასწრება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ტელეკომენტატორებს და თავად მორაგბეებს.

სემინარზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: s.maisuradze@rugby.ge