საქართველოს რაგბის კავშირი, სარაგბო თემი და გულშემატკივარი, მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მორაგბის, 15 წლის ზურაბ ბურჯანაძის გარდაცვალების გამო.
მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ‘აკადემიაში’ ვარჯიში 10 წლის ასაკში დაიწყო. იყო უფროსი საფესტივალო ასაკის ტურნირების გამარჯვებული 12 და 7-კაცა რაგბში. ის ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა…
ზურაბ ბურჯანაძე იყო ძალზედ მშრომელი და რაგბზე უზომოდ შეყვარებული. მისი სამი უმცროსი ძმა რაგბს ‘აკადემიას’ შესაბამისი ასაკის გუნდებში თამაშობს.
პანაშვიდი: სამშაბათი-ოთხშაბათი, 16 საათი (მის.: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი)
გამოსვენება: ხუთშაბათი, 14 საათი (მის.: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია)
რაგბის კავშირი უთანაგრძნობს ზურაბ ბურჯანაძის ოჯახს