რაგბის კავშირის განცხადება | მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით

1997 წელს საქართველოს რაგბის კავშირისთვის ვერეს ხეობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაჩენილი მაღალი ინტერესის გამო, ხელმეორედ გთავაზობთ საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ 2019 წელს გაკეთებულ განცხადებას:

საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

2019 წლის 12 თებერვალს ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე ბატონი  ბიძინა გეგიძე პრეს-კონფერენციაზე  შეეხო საკითხს რაგბის კავშირის კუთვნილებაში მყოფი მიწისნაკვეთის კომპანია „ანაგი“-სათვის გადაცემის თაობაზე.  ციტატა ბ.გეგიძის პრეს კონფერენციიდან: რაგბისკავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს კომპანიაანაგისმიერუზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი. ეს ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილია. ჩვენ მივმართეთკომპანიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ იურიდიულად ყველაფერი დაცულია, მაგრამ როდესაც საუბარიაკეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესზე, იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესისკეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ არის არგუმენტი, მე ასეთი ბიზნესის არმწამს. პირდაპირ მივმართავ მერიას, მერს არ უნდა გაიცეს ნებართვა რაგბის სტადიონზე, კომპანიაანაგს“, არ უნდა მისცეს ნებართვა ვერეს ხეობაში აშენდეს გრანდიოზული შენობა. ყველა შეთანხმდა, რომ ვერესხეობაში მშენებლობები უნდა გაჩერდეს. რაგბის კავშირს ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ აეშენებინამოედანი. შემდეგ ეს ვალდებულება შეიცვალა. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებსროგორ მოიხსნა ესვალდებულება, როგორ შეიცვალა?!”

საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიასთან დაკავშირებით და რომთბილისის მერია და ქართული საზოგადოება არ იქნას შეყვანილი შეცდომაში, საქართველოს რაგბისკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგახსენებთ შემდეგს::

აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში, რომლის ფართიც იმ დროისთვის გახლდათ თითქმის 23 000  მ2. 1997 წელს გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს  იმისათვის, რომ გაშენებულიყო სარაგბოინფრასტრუქტურა (რაგბის მოედანი და სარაგბო ბაზა) . ამ საკითხით 1999 წელს  დაინტერესდა დადაფინანსების გამოყოფით აქტიურად ჩაება მსოფლიო რაგბის საბჭო (დღევანდელი მსოფლიო რაგბი).მიუხედავად ამ მცდელობებისა, რაგბის ბაზის აშენების საკითხი ვერც გეგიძის საქართველოს რაგბისკავშირის პრეზიდენტობის დროს (2004 წლამდე) და ვერც შემდგომში ვერ დაიძრა.  უფრო დეტალური, ობიექტური მიზეზები თავად ბიძინა გეგიძემ უნდა იცოდეს. 2009 წელს ქ. თბილისის მერიამ ქალაქისგანაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად,  რაგბის კავშირს ჩამოაჭრა ამ მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანინაწილი და დაუტოვა 12 000 კვ.მ., რომლის კონფიგურაცია და პარამეტრები პრაქტიკულად გამორიცხავსარათუ რაგბის ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსებას. მერიის გადაწყვეტილებადასაბუთებულ იქნა მზიურის ტერიტორიაზე პარკისა და რეკრეაციული ზონის შექმნით. რაგბის კავშირმაროგორც ყოველთვის, მოთმინებითა და მორჩილებით მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს  გადაწყვეტილება. რაგბის კავშირის საკუთრებაში დარჩენილი 12000 კვმ. ფართის დანიშნულება შეიცვალაფუნქციურად, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთზე არათუ სარაგბო ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშომოედნის განლაგება უკვე შეუძლებელი გახდა. , რაგბის კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთიგამოეყენებინა იმ მიზნით, რომ აქედან მიღებული შემოსავალი მოხმარებოდა  რაგბის ინფრასტრუქტურისგანვითარებას. ამის დასაბუთებად ისიც კი საკმარისია ითქვას, რომ რაგბის კავშირი, როგორც მიწისმესაკუთრე 13 წლის განმავლობაში მხოლოდ გადასახადებს იხდიდა ამ მიწის ნაკვეთზე და სანაცვლოდარანაირი სარგებელი არ გააჩნდა.

დაწყებული 2009 წლიდან, დღემდე არანაირი სარაგბო ბაზის შექმნის ან სხვა რაიმე ტიპის  ვალდებულება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოსრაგბის კავშირი 2018 წლის ბოლომდე უშედეგოდ ცდილობდა მოეძებნა ინვესტორი, რომელიც„გააცოცხლებდა“ ამ ტერიტორიას, საამისოდ ქალაქის მერიამ 2013 წელს განაშენიანების რეგულირებისგეგმაც კი დაამტკიცა, რაც პოტენციური ინვესტორისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა ყოფილიყო.

2013 წელს დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის პარამეტრებით განსაზღვრულიგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (k2) იყო 4.5, რაც მართლაც უზარმაზარი შენობის მშენებლობისშესაძლებლობას გულისხმობდა , თუმცა 2018 წლის ახალმა რეგულაციებმა შეცვალა ზოგიერთი პარამეტრი , რის შედეგადაც ნაკვეთის ფუნქციურ ზონად განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა 6, რამაც მნიშვნელოვნადშეამცირა ასაშენებელი შენობის ზომა.   საქართველოს რაგბის კავშირი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაცგაგებით მოეკიდა ქალაქის ადმინისტრაციის  გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ  მიწის ნაკვეთი შესაბამისადგანვითარდეს, ჩვენს მიერ იქნა მოძიებული, მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე, ყველაზეწარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია, რომლის შექმნილი პროდუქტიც დარწმუნებული ვართ  გახდება ხვალინდელი თბილისის სავიზიტო ბარათი.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის უცხო და მიუღებელია საჯარო სივრცეში ვინმეს ქმედებებისმორალური შეფასებები. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ვხელმძღვანებოთ კანონით და კანონითმონიჭებული კომპატენციის ფარგლებში, წარვმართავთ სარაგბო და მასთან დაკავშირებულ სამეურნეოპოლიტიკას. საჯარო ინტერესები კი აბსტაქტულად არ არსებობს და სწორედ რომ კანონის რეგულაციისსფეროს განეკუთვნება.

ისე კი საკითხავია ვინ ან რამ შეუშალა ხელი ბატონ გეგიძეს,  საჯარო განცხადების გაკეთებამდეუშუალოდ რაგბის კაშირისგან მიეღო პასუხი თავის „სერიოზულ კითხვებზე“.