გილოცავთ ახალ, 2020 წელს

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი, ყველა გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალ, 2020 წელს!

მომავალი წელი ქართული რაგბისთვის საინტერესო იქნება. ბორჯღალოსნები ივნისში სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო ნოემბერში საფრანგეთთან ტესტ-მატჩებს გამართავენ. ამ გუნდებთან თითო-თითოჯერ გვითამაშია მსოფლიო თასზე, მის მიღმა კი პირველად მოვსინჯავთ ძალებს;

12-წლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში ბრუნდება რაგბი ევროპის გრან პრის ერთი ეტაპი, რომლის ქალთა და კაცთა ტურნირებს ქუთაისი უმასპინძლებს;

საქართველო XV იანვარში მიემგზავრება არგენტინაში, სადაც ზე-რაგბის ‘ხაგუარესთან’ ორ თამაშს გამართავს;

შეიქმნება ქართული ფრანჩაიზი, რომელიც სამხხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ზაფხული ამ ქვეყნის შიდა ჩემპიონატში, ქარრის თასზე ითამაშებს;

უმცროსი ბორჯღალოსნები (20წ.) ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში;

18-წლამდელები გაემგზავრებიან ტურნეზე სამხრეთ აფრიკაში, მერე კი ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ.

რაგბის კავშირი გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და ბევრ სიხარულს!

რაგბი ჩვენი თამაშია!