საქართველო XV | ორი მატჩი ‘ხაგუარესთან’

2020 წლის სანაკრებო სეზონს საქართველო XV გახსნის. გუნდი 30-კაციანი შემადგენლობით იანვარში არგენტინას ეწვევა და სუპერ რაგბის ‘ხაგუარესთან’ ორ თამაშს გამართავს.

 

საქართველოსა და არგენტინის რაგბის კავშირებს შორის წლებია საქმიანი, კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც სხვადასხვა დონისა თუ ასაკობრივ ნაკრებებს შორის, ტესტ-მატჩები და მოსამზადებელი შეხვედრები არაერთხელ გამართულა. ‘ხაგუარესი’, არგენტნული ფრანჩიზაა, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების (პუმების) საბაზო გუნდია, ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 31 იანვარს აიღებს და ზე-რაგბის თამაშებამდე საქართველო XV-თან შეხვედრებით გახურდება.

 

თამაშები 17 და 24 იანვარს გაიმართება. ორივე მატჩის მასპინძელი სტადიონები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

 

საქართველო XV-ის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მომავალი მატჩებისთვის სასელექციო შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს. საგულისხმოა, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდი მხოლოდ დიდი 10-ის მორაგბეებით არ დაკომპლექტდება და შანსს ლეგიონერებიც მიიღებენ.

 

გუნდი პირველ შეკრებას 23-30 დეკემბერს ქუთაისში გაივლის. საახალწლოდ მორაგბეები დაისვენებენ და 4 იანვარს მეორე შეკრებაზე, სავარაუდოდ მარტყოფის რაგბის ბაზაზე შევლენ, არგენტინაში კი 12 იანვარს გაემგზავრებიან.