ბრძოლაში ავსტრალიასთან

ბორჯღალოსნებმა ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა უმეტესად დაცვაში მოუწიათ თამაში და მეტოქეს მისაღები სხვაობით, 8:27 ჩამორჩნენ.

 

ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასზე. ბორჯღალოსნებმა თავის მეხუთე ტურნირზე გაიტანეს ყველაზე მეტი – 9 ლელო და პირველად მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში თამაში ბონუს-ქულით (ურუგვაისთან) მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ ჯგუფში 5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავეს და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს ბრძოლა.