2019-2010 სიახლეები

ახალი, 2019-20 სეზონიდან, მიზეზთა გამო, იცვლება თამაშის რამდენიმე წესი.

დაიხარეთ | ბოლო ნაწილზე | 50:22 | დაბალი ბოჭვა

 

  1. “მსოფლიორაგბის” 2019 წლის 15 ივლისის რელიზის თანახმად, შერკინების უსაფრთხოებისთვის ასე ჩასწორდა 19.10.ბ მუხლი [გვ.72]: 

მსაჯის დაძახილზე “დაიხარეთ!” [ინგლისურად “ქრაუჩ”] … პირველი ხაზები ერთმანეთს ისე უნდა დაუდგნენ, რომ თითოეული მოთამაშის თავი უშუალო | მოპირდაპირე მეტოქის თავის მარცხნივ ხვდებოდეს და არ ეხებოდეს მეტოქის კისერსა და მხრებს. 

  1. 2018წლის ნოემბერში, ინგლისი – ზელანდიის ტესტში მომხდარი გაუგებრობის გამოსარიცხად, ბოჭვაზე – 14.10 მუხლი [გვ.49] და რაქში – 15.4 მუხლი [გვ.50] “თამაშგარეს ხაზი” ერთნაირად გაივლება: 

მოედნის მთელ სიგანეზე — “კარის ხაზის” პარალელურად, ამ გუნდიდან ბოჭვის მონაწილეთა | რაქში ჩაბმულთა “სხეულის ბოლო ნაწილზე” [და არა — მხოლოდ ფეხზე]. 

2.1    სათანადოდ ჩასწორდა ნახატის წარწერაც [გვ.52] 

  1. “მსოფლიორაგბის” თაოსნობით, საქართველოს, ფიჯის, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირებს დაეკისრათ რამდენიმე ნოვატორული იდეის გამოცდა ზოგიერთ შინაურ შეჯიბრში და ექსპერიმენტის შემკვეთისთვის სათანადო სტატისტიკის წარდგენა. 

ცდა ეხება ფეხით თამაშს [დარტყმას] და ბოჭვას. 

3.1    ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგებში გაისინჯება 50:22 [ორმოცდაათიდან ოცდაორში] და 22:50 [ოცდაორიდან ორმოცდაათში] 

50:22    თუ შენი ნახევრიდან დარტყმული მიწას პირველად მეტოქის 22-ში დაეცა და კიდეზე გადავიდა – დერეფანი შენია. 

22:50    თუ შენი 22-დან დარტყმული მიწას პირველად მეტოქის ნახევარზე დაეცა და კიდეზე გადავიდა – დერეფანი შენია. 

3.1.1    “პირველად დაეცა” გამორიცხავს “გაგორებას” – ფეხით ისე დარტყმას, რომ ბურთი მიწაზე მიგორავდეს.  

3.1.2    “დერეფანი” გამორიცხავს “უცებ შემოგდებას” [გვ.58] 

3.1.3    სიახლეები მოქმედებს მხოლოდ “ღია თამაშში” – ძალაში არაა ცენტრიდან | 22-დან დარტყმის დროს. 

3.1.4    22:50 არ მოქმედებს არც “22-ში შეტანილზე” – 18.8.დ მუხლი, მოედნის ვერ მოგება [გვ.61] 

3.1.5    “22-მეტრა ხაზი” ეკუთვნის 22-ს. 

3.1.6    “შუა ხაზი” ეკუთვნის “შენს ნახევარს” [50:22] და “მეტოქის ნახევარს” [22:50] 

3.1.7    სიახლის მიზანია მეტოქეს აიძულოს, გადაკიდების შიშით უკან დახიოს გარე’მარბები.  ამით შემტევს მეტი სივრცე მიეცემა. 

3.2    ჭაბუკთა “ბ” ლიგაში და ფესტივალებზე გაისინჯება “დაბალი ბოჭვა     სლაიდ’შოუ 

ამიერიდან მოთამაშეს მეტოქის შებოჭვა [დაჭერაც] შეუძლია “მხოლოდ ორი ხელით” და “წელსა და კოჭებს შორის“. 

* სასჯელი: ჯარიმა. 

3.2.1   “მსოფლიო რაგბის” ჩანაფიქრით, ამან თამაში უფრო უხიფათო და თვალ-სასეირო უნდა გახადოს, ჭაბუკებს კი ოფლოუდი და მიყოლა დაამუღამებინოს. 

3.2.2   მიღებულ რეკომენდაციათა მიუხედავად, კვლავაც ნებადართულია: 

3.2.2.1   ორმაგი ბოჭვა – როცა ბურთიანს ერთბაშად ორი | რამდენიმე მეტოქე ბოჭავს. 

3.2.2.2    გამოკვრა – როცა მეტოქეს მისდევ და კოჭში | წვივში ცალი ხელით მისწვდები. 

3.2.3    იკრძალება: 

3.2.3.1    განგებ გაწოლა მეტოქის ფეხებთან მის მოსაცელად 

3.2.3.2    მეტოქის დაგდება სამოსში ცალი ხელის ჩავლებით 

3.2.3.3    მეტოქისთვის გაშლილი | მოქნეული მკლავის დარტყმა 

3.2.3.4    მეტოქის ლელოსთან გამართული “აიღე და მიეძალე”ს დროს დაყვინთვა – ნებადართულია გამართულად წინსვლა მოლის შესაქმნელად