მათი არსი შემდეგია:
1. “საჯარიმო ლელო” დაფასდა 7 ქულად – გარდასახვა აღარ დაირტყმება
და თუ დრო არ ამოწურულა, თამაში განახლდება ცენტრიდან
+ სტატისტიკაში ამ – ახლებურ “საჯარიმო ლელოს” ვუწოდებთ “შვიდ’ქულიან“ს, რათა განვასხვავოთ აქამდელისგან
ვებ და საგაზეთო ოქმებშიც “შვიდ’ქულიანი” გამოიყოფა ცალკე, ამგვარად – “შ“
2. დროის ამოწურვის შემდეგ (ნებისმიერ ტაიმში) შესაძლებელი გახდა ჯარიმის “კიდეზე გადატანა” (აუტში დარტყმა), რათა ბურთი დერეფანში მოაწოდო
საამისოდ ბურთი დარტყმის შემდეგ არ უნდა შეეხოს სხვა მოთამაშეს (მეტოქეს) – თორემ ტაიმი დამთავრდება
+ ამ სიახლით ტაიმი შეიძლება ძაან გაიწელოს და კიდევ ბევრი რამ მოესწროს,
ხოლო თუ გუნდს ტაიმის დასრულება სურს, ჯარიმა (ჯერ) უნდა გაათამაშოს და აუტში მერეღა დაარტყას
+ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად – არადა, მსგავსი რამ უკვე მრავლად მოხდა მთელ მსოფლიოში, სულ სხვადასხვა დონეზე – მსაჯმა გუნდს სასურველია შეახსენოს: თუ პირდაპირ აუტში დაარტყამთ, თამაში გაგრძელდებაო
3. თუ შემტევს ერთ ეპიზოდში რამდენიმე (ერთზე მეტი) “საჯარიმო ხეირი” ერგო და შეფერხდა – მსაჯი მის კაპიტანს დაეკითხება, ჯარიმა სად დაგინიშნოთ | სად გირჩევნიათო
4. “ცრუ შერკინებაში” ორივე გუნდი 8 მოთამაშეს აყენებს – ეს “იტალიური წესი” უკვე ერთი წელია, რაც მოქმედებეს ჩვენს “დიდ 10“-ში
+ ნუ აურევთ “ნაღდ შერკინებაში” – ამაში, თუ ერთი კაცი გაკლიათ | გაგდებული გყავთ, შეგიძლიათ დააყენოთ 7; თუ ორი – 6; თუ სამი – 5
იხილეთ
წიგნში @ გვ.100
დებულება 20.1(ე) გამონაკლისი
5. თუ მოთამაშე ბურთის დაუფლებას (დაჭერას) ცდილობს – “ბურთიანად” (ბურთს დაუფლებულად) ითვლება, ანუ
ა) ნება’დართული ხდება მისი დაჭერა | შებოჭვა
ბ) მოთამაშე აუტშია მაშინაც, თუ ბურთი ჯერ არ დაუჭერია – “ხელზე უთამაშებს”, მაგრამ კიდეს კი უკვე დააბიჯა
6. გინდაც ბურთმა მიაღწიოს “კიდის ხაზის” სიბრტყეს, თუ “აუტში, ლელოს კიდეზე და უკანა ხაზის გადაღმა” არ დააბიჯებ – კალათ’ბურთულად | აკრობატულად შეგიძლია ბურთით თამაში: ნახტომში დაჭერა და ლელოს დადება; ხელის მირტყმა და მოედანში გადმოგდება …
7. აზრი დაეკარგა ფეხის “მუღამიანად გადგმას”
რადგან სათანადო მუხლები ისე ჩასწორდა, როგორც აქამდე “უძრავი ბურთის” აღებისას იყო:
ა) მეტოქემ ბურთი მოიგერია, აუტისკენ მოფრინავს, მაგრამ ჯერაც მოედანშია
თუ ცალ ფეხს აუტში გადგამ და დაიჭერ – ბურთის “აუტში გადატანა” ჩაგეთვლება და
დერეფანი მეტოქეს ერგება “ფეხის გადგმის ადგილზე”
ბ) მეტოქემ ბურთი თქვენს ლელოში შეაგორა, მაგრამ არ გადადის ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე
თუ ცალ ფეხს ლელოს კიდეზე ან უკანა ხაზის გადაღმა დადგამ და ბურთს აიღებ – “დარტყმის ადგილზე” (ადგილიდან!) შერკინება აღარ გერგება
ამიერიდან დაინიშნება “22“
გ) მეტოქემ ბურთი თქვენი ლელოსკენ დააგორა, მაგრამ იქ ჯერ არ შესულა
თუ ცალ ფეხს ლელოში დააბიჯებ, ბურთს აიღებ და შენს ლელოში გადადებ – აღარ გერგება “22“
ამიერიდან ჩაგეთვლება ბურთის “ლელოში შეტანა” და შემტევს ერგება “5-მეტრა შერკინება“
დ) ცალი ფეხი “22”-ში გიდგას და “22”-ის გარედან აიღე ბურთი
თუ აუტში პირდაპირ დაარტყამ – მანძილს ვეღარ მოიგებ, რადგან ბურთის “22-ში შეტანა” ჩაგეთვლება