დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი

30 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე დიდი 10-ის დიდ ფინალში ქუთაისის ‘აია’ ‘ბათუმს’ ერკინება!

ბილეთები

დიდი ფინალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ონლაინ:  WWW.TKT.GE/DIDI10

აია არენას სალაროში:  (ყოველდღე 11:00-19:00 სთ)

ბილეთის ფასი – 5 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზეგულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!

გზა ფინალამდე

‘აიამ’ რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა, რითაც, როგორც პირველადგილოსანმა საკუთარ ქალაქს 30-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალის მასპინძლობის უფლება მოუპოვა. თავად ფინალში მოსახვედრად ფლეი ოფის ნახევარფინალში ბოლნისის ‘ყოჩებთან’ მოუწია ბრძოლა და 31:12 მოგებით გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.

‘ბათუმმა’ რეგულარული გათამაშება ‘აიას’ კვალდაკვალ, მეორე ადგილზე დაასრულა, რითაც ფლეი ოფში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთო და თანაც მასპინძლის რანგში. 2019 წლის ჩემპიონმა ნახევარფინალში თბილისის ‘აკადემიას’ 28:13 სძლია და ტიტულს ქუთაისში დაიცავს.