10-კაცა საუნივერსიტეტო-სამოყვარულო რაგბი ნუცუბიძეზე

11-12 ივნისს ნუცუბიძის რაგბის სტადიონზე 10-კაცა რაგბში საუნივერსიტეტო-სამოყვარულო ტურნირი გაიმართება.

მასში 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: არაგველები, დევები, რუსთავი, თელავი, ჯი ემ, სოხუმი, ილიაუნი, სპორტის უნივერსიტეტი და სამედიცინო უნივერსიტეტი. თამაშები 16 საათზე დაიწყება და 22 საათამდე გაგრძელდება. გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან და შაბათს ჯგუფური ეტაპის, ხოლო კვირას ფლეი ოფის თამაშები, ფინალის შემდეგ კი, დაჯილდოება გაიმართება.

„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან საუნივერსიტეტო-სამოყვარულო რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს. რაგბი10 მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და მსოფლიო რაგბი მის განხორციელებას განსაკუთრებით ლობირებს, რადგან მარტივი ჩასატარებელია და ძალიან კარგია რაგბის პოპულარიზაციისთვის. შაბათ-კვირას ვატარებთ პირველ საუნივერსიტეტო-სამოყვარულო ტურნირს რაგბი10-ში და ამას მიეცემა სისტემატური ხასიათი“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.