ქუჩის რაგბი ძეგვის თავშესაფარში

ფოტოები: ლაშა ლორდქიფანიძე

გასული წლის მიწურულს, საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლები, მოქმედი და ვეტერანი ბორჯღალოსნები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის თავშესაფარს ეწვივნენ და ადგილობრივები ქუჩის რაგბის აზიარეს.

 

ტრადიციულად, თამაში გამოცდილმა მორაგბეებმა დაიწყეს და წესების გაცნობის შემდეგ, მასში ადგილობრივი მოზარდები ეტაპობრივად ჩაერთვნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მათ საჩუქრად გადაეცათ ბურთები და ამიერიდან ქუჩის რაგბს დამოუკიდებლად ითამაშებენ.

2019 წლის შემოდგომიდან დღემდე, ქუჩის რაგბი თბილისის სამ სხვადასხვა უბანში, ასევე ზესტაფონში, თელავში, ნიქოზში, ხობსა და ძეგვში ითამაშეს. მთლიანობაში, ქუჩის რაგბს 500-მდე ადამიანი ეზიარა. პროექტი წელსაც გაგრძელდება და ქუჩის რაგბი მთელს საქართველოს მოივლის.