სრკ-ს საშეჯიბრო სამსახურის განცხადება

2022 წლის 1 აგვისტოს გამგეობის გადაწყვეტილებით:
ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის მოთამაშეების კლუბებში (გუნდებში) რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.

  • სრკ-ს მოთამაშის რეგისტრაციის ფორმა – უნდა შეივსოს ინდივიდუალურად, ყველა წესის დაცვით, ხელი მოაწეროს როგორც მოთამაშემ, ასევე მისმა მშობელმა/მეურვემ, კლუბმა დაარტყას ბეჭედი, დასკანერდეს და გამოიგზავნოს ელ.ფოსტის მისამართზე – siebi@rugby.ge
  • კაცთა ლიგებში (დიდი 10, პირველი და რეგიონული ლიგა) კლუბებში (გუნდებში) რეგისტრაციის (ტრანსფერები/ახალი რეგისტრაცია) პერიოდი არ შეცვლილა გრძელდება 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.
  • ყველა გუნდი ვალდებულია გამოაგზავნოს დანართი 2 – ინფორმაცია კლუბზე ზემოთ აღნიშნულ ვადებში, ელ.ფოსტის მისამართზე – siebi@rugby.ge