სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებისა და ტიპური განვითარების ბავშვების ერთობლივი ვარჯიშები

საქართველოს რაგბის კავშირის ინიციტივით და ბავშვთა პარასპორტის ასოციაციის პარტნიორობით, დიღომში, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის მოედანზე საპილოტე პროგრამა დაიწყო.

რაგბი ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და სპეციალისტების მეთვალყურეობით, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებისა და ტიპური განვითარების ბავშვებისთვის ვარჯიშები კვირაში ორჯერ გაიმართება. ვარჯიშებს ზუკა შენგელია და სანდრო ლომთაძე ჩაატარებენ.

„ეს იქნება რაგბის ბურთით თამაშობები, ყოველგვარი კონტაქტის გარეშე, რათა მოხდეს ამ ბავშვების აბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მეგობრული სპორტის სახეობაში ჩართვით, რათა მათ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. იდეა მალხაზ ჩაჩავასგან მოდის. დღეს გვქონდა გაცნობითი შეხვედრა და ვარჯიშებში ბავშვებთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული მათი მშობლებიც“ – განაცხადა რაგბის კეთილდღეობის დირექტორმა ნონო ანდღულაძემ.

პროგრამაში ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით:

parasport@newvision.ge

Tel.: 577-270-303