სამედიცინო სამსახურის როკომენდაციები მოთამაშეებისა და ექიმებისათვის

იხილეთ რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის განცხადება/რეკომენდაციები

მსოფლიოში გავრცელებულ დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ასევე, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის გათვალისწინებით გთავაზობთ რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას, რაც ჩვენს კონტექსტში მეტად საყურადღებოა:

  • მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვ.) ზრდის კორონავირუსით დაავადების რისკს, საეჭვო სიმპტომების არსებობისას ექიმმა უნდა შეაფასოს რისკი/სარგებლი აღნიშნული პრეპარატების დანიშვნისას, ანდა არჩევანი შეაჩეროს პარაცეტამოლზე.

ბოლო დროინდელ დაკვირვებებზე დაყრდნობით არის ეჭვი იმისა, რომ კორონავირუსი ზრდის მიოკარდიტის (გულის ანთების) განვითარების რისკს, რაც შეიძლება გამოვლინდეს დაავადების დაწყებიდან მე-5-8 დღეს. ამის გათვალისწინებით:

  • კორონავირუსით დაავადებულმა ყველა მოთამაშემ მკაცრად უნდა დაიცვას აბსოლუტური დასვენება 7 დღის განმავლობაში, ათვლილი სიმპტომების სრული ალაგების დღიდან, რის შემდეგაც ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყოს პროგრესირებადი ვარჯიშები. იგივე ეხება სავარაუდო კორონავირუსის არსებობის შემთხვევებსაც (ანუ, როცა მოთამაშეს აქვს სიმპტომები, მაგრამ კორონავირუსის დამადასტურებელი ტესტის ჩატარება ვერ ხერხდება).

ეს რეკომენდაციები შესაძლოა შეიცვალოს მსოფლიოში კორონავირუსზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პარალელურად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამედიცინო სამსახურის უფროსს, ბესიკ ჩადუნელს, 555 159 759.

დარჩით სახლში!