პაატა კოღუაშვილი იუბილარია

საქართველოს რაგბის კავშირი, ვეტერანთა კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი, პაატა კოღუაშვილს ულოცავს 65 წლის იუბილეს.

პაატა კოღუაშვილმა თამაში 1972 წელს ქუთაისში დაიწყო, 1975 წელს კი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდში გადავიდა. მოგვიანებით ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა, სადაც თამაშთან ერთად მწვრთნელობასაც ითავსებდა.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მან სამეცნიერო საქმიანობას მიჰყო ხელი, ასევე იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და პარლამენტის წევრი.

2000-2015 წლებში ის იყო საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გარკვეული დროით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

საქართველოს რაგბის კავშირი, ვეტერანთა კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი, პაატა კოღუაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას და ქართული რაგბის წინსვლით გახარებას.