თენგიზ გულვერდაშვილის სამძიმარი

ქართული რაგბი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე თენგიზ გულვერდაშვილი.

ბატონმა თენგიზმა რაგბის თამაში გასული საუკუნის 60-იან წყებში, ქუთაისში დაიწყო და ‘აიას’ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

1969 წელს, ის ქუთაისის გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, რამდენჯერმე კი საპრიზო ადგილებს დაეუფლა. 1977 წელს, თენგიზ გულვერდაშვილი ქუთაისის ‘სახლმშენის’ პირველი საერთაშორისო მატჩის მონაწილე იყო, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი ‘აიას’ საფესტივალო ასაკის მორაგბეებს ავარჯიშებდა და როგორც მშობლიურ ქალაქს, ასევე საქართველოს, არაერთი სახელოვანი მორაგბე აღუზარდა.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას განოთქვამს თენგიზ გულვერდაშვილი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.