დიდი 10 | ჯიქი 21:19 არმაზი

გორის ‘ჯიქმა’ მარნეულის ‘არმაზს’ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 21:19 სძლია და დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გორში გამართული მატჩის პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ. დებიუტში რეზი ჯინჭველაშვილმა და საბა ნიკოლავამ ჯარიმები გაცვალეს, მე-10 წუთზე კი მარნეულელებმა ლამაზი ლელო გაიტანეს. საბა დვალიშვილმა რაქიდან სწრაფად გაიტანა ბურთი, ხაზი ჯერ ნიკა ტაბაღუამ გაჭრა, მერე გუგა ხანთაძემ და ლელომდე ირბინა, ჯინჭველაშვილმა კი გარდასახა.

ნიკოლავამ და ჯინჭველაშვილმა ტაიმის შუაში ჯარიმები ერთხელაც გაცვალეს, მერე ‘არმაზმა’ სინბინით ორი მორაგბე დაკარგა და ზედ შესვენების წინ გორელთა მოლი მიშო ჩაჩავას ლელოთი დასრულდა, ნიკოლავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახა და წინასწორობა აღადგინა – 13:13.

 

 

მე-60-ე წუთზე ‘არმაზი’ ჯინჭველაშვილის ლელოთი დაწინაურდა და კიდევ 10 წუთში მან სტუმრები გამარჯვებას დააახლოვა, მაგრამ ირაკლი პურიჭამიაშვილმა იქვე შეძლო ლელოს გატანა და ‘ჯიქი’ ბრძოლაში დაბრუნდა. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა გაწითლებულ დროზე ‘არმაზი’ კარის წინ დაჯარიმდა, ნიკოლავამ დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ‘ჯიქს’ უშუალო კონკურენტთან 21:19 მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არმაზელი’ გუგა ხანთაძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე