დიდი 10 | ყოჩები 14:7 ლოკომოტივი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის ზედა ექვსეულის მეორე ტურში, 14:7 სძლია და ფლეი ოფში უკეთესი პოზიციისთვის ბრძოლაში დარჩა.

თამაში დაბალ ტემპში წარიმართა, რაც ქართან ერთად, გუნდების უდისციპლინობამაც განაპირობა. მსაჯს თითო გუნდიდან ოთხ-ოთხი მორაგბის გასინბინება მოუწია.

ამით ლაშა მალაღურაძემ ისარგებლა და რამდენიმე მცდელობიდან სამი ჯარიმა გაიტანა. 73-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია და ლადო მიმინოშვილმა ლელო გაიტანა.

რთული პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘ლოკომოტივმა’ მოლით შეუტუია და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, რითაც საცხრილო ბონუსი მიიღო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ყოჩების’ ბურჯი ნიკა აბულაძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე