დიდი 10 | არმაზი 7:19 აია

დიდი 10-ის ახალი, გარდამავალი სეზონი „რაგბი პლატოზე“, მარნეულის ‘არმაზისა’ და ქუთაისის ‘აიას’ შეხვედრით გაიხსნა.

შეგახსენებთ, 2020/2021 წლების სეზონში, 12 გუნდი ორ ჯგუფში არის განაწილებული და პირველ ეტაპზე ორ წრედ თამაშობენ. ‘არმაზი’ და ‘აია’ ქუთაისის ‘არესთან’, ‘ბათუმთან’, გორის ‘ჯიქთან’ და ბოლნისის ‘ყოჩებთან’ ერთად, „ბ“ ჯგუფში არიან.

სეზონის გახსნის მატჩში სტუმართა იერიშებით დაიწყო და გიორგი ბაბუნაშვილს მე-2 წუთზე შეეძლო ქულების აღება, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. ‘აიამ’ მეტოქე მისსავე 22-ში წნეხში მოაქცია, მე-6 წუთზე მოლი ააგორა და პეტრე ჯინჭარაძემ პირველი ლელო გაიტანა. ტაიმის მიწურულს, სტუმართა მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, ირაკლი სიმსივემ ხაზი გაჭრა, სანდრო მამამთავრიშვილმა კი მესამე დარტყმით ლელო ძელებსშუა გაიტანა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა – 0:12.

 

 

შესვენების შემდეგ ‘არმაზმა’ შეუტია და 5 წუთში 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ლელო გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. 55-ე წუთზე ‘აიამ’ უპასუხა მოლით და ლაშა შალიკაშვილის ლელოთი, რასაც ბაბუნაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა.

მატჩის მიწურულს დიდ 10-ში პირველად გამოჩნდა ლურჯი ბარათი. საბა აბულაშვილმა ის არმაზელ საბა ბერაძეს აჩვენა, რომელიც მეტოქეს თავით შეეჯახა.

ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აიამ’ ‘არმაზი’ 19:7 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამამთავრიშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი