დიდი 10 | აკადემია 9:23 აია

ქუთაისის ‘აიამ’ „რაგბი პლატოზე“ თბილისის ‘აკადემიას’ სამი ლელო გაუტანა, 23:9 დაამარცხა და ბონუსიც აიღო, რამაც ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დააწინაურა.

მასპინძლებმა ქულები პირველ ტაიმში აიღეს. სანდრო მარგიანმა სამი ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა მე-13 წუთზე მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და ფეხით შეცურებულ ბურთს ლაშა ლომიძე მიყვა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი ჯარიმა 27-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ტაიმი 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘აიამ’ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია, ზვიად ორმოცაძემ ბურთი ირაკლი სიმსივეს ამოუგდო და მან ხაზი გაჭრა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. კიდევ 5 წუთში ქუთაისელებმა მოლი ააგორეს და ის პეტრე ჯინჭარაძის ლელოთი დასრულდა. ბაბუნაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 64-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ირაკლი სიმსივე გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე