განცხადება | რაგბის კავშირის რესტრუქტურიზაციის შესახებ

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს რაგბის კავშირში დაიწყო მუშაობა ორგანიზაციული ოპტიმიზაციის მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტის #N 466/ბ (25/10/2021) ბრძანების საფუძველზე, 2021 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ახალი საორგანიზაციო სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც მოხდა გარკვეული საშტატო ერთეულების გამსხვილება, ახალი პოზიციების შექმნა და რიგი საშტატო ერთეულების გაუქმება.

ამავე თარიღიდან, დაიწყო რეორგანიზაციის პროცესის ახალი ეტაპი, რაც მოიცავს საშტატო ერთეულების უფლებამოსილების და პასუხისმგებლებების დეტალურ აღწერას, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და საჭირო ვაკანსიების გამოცხადებას.

საქართველოს რაგბის კავშირის განახლებული სტრუქტურის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის და საჯარო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ კავშირის ადმინისტრაციას ელ ფოსტის შემდეგ მისამართზე: Office@rugby.ge