განცხადება | აჭარის რეგიონში გასამართი მატჩების ფოთში გადატანის შესახებ

საქართველოს რაგბის კავშირი გაცნობებთ, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმინლია აჭარაში Covid-19-თან დაკავშირებით, რაგბის კავშირის ეგიდით, ქ. ბათუმში, დაგეგმილი ყველა ღონისძიება – კონკრეტულად ეს შეეხება როგორც დიდი-10 ის მატჩებს, ასევე „ა“, “ბ“ ლიგის და საფესტივალო ასაკის გუნდებს – სიტუაციის დასტაბილურებამდე თამაშები გადატანილი იქნეს ფოთის სარაგბო სტადიონზე.

გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ სიტუაციას.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

თორნიკე გოგებაშვილი

თბილისი, 12/10/2020