ბექა ბურდიაშვილის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობდა. ის ერთი წელი პრო დე2-ს ‘კარკასონის’ ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფედერალ 1-ის ‘გროლეში’ გადავიდა და იქ 3 წელი გაატარა. 2017-2019 წლებში ბურდიაშვილი ასევე ფედერალ 1-ის ‘ლა სენის’ მოთამაშე იყო, მიმდინარე სეზონის წინ კი ‘გროლეს’ დაუბრუნდა.

ტრაგიკული შემთხვევა გუშინ დილით, საფრანგეთის დროით 09:30 საათზე მოხდა. ბექა ‘გროლესა’ და ‘ლავორის’ შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა…

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი უსამძიმრებს ბექა ბურდიაშვილის ოჯახს.