ახალი 2019-nCoV კორონავირუსის აფეთქება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსის აფეთქება გამოაცხადა საერთაშორისო ხასიათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად. ამ აფეთქების  საზოგადოებრივ ჯანდაცვის მდგომარეობაზე  ზეგავლენა აგრძელებს განვითარებას და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი შემთხვევებისა ლოკალიზდება ჩინეთში, რიგი დადასტურებული შემთხვევებისა, მათ შორის, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის და სიკვდილიანობისა, სხვა ქვეყნებშიც აგრძელებს ზრდას.

კორონავირუსები რესპირატორული ვირუსების დიდი ოჯახია, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რიგი დაავადებებისა ზოგადი გაციებიდან ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომსა (MERS) და მწვავე რესპირატორულ სინდრომამდე (SARS). მწვავე რესპირატორულ დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოგზაურობამდე, მოგზაურობის დროს ან მის შემდეგ, მგზავრებს ვურჩევთ, რომ მოიძიონ სამედიცინო დახმარება და თავიანთ ჯანდაცვის პროვაიდერს გაუზიარონ მათი მოგზაურობის ისტორია. [1]

ჯანმოს რეკომენდაციებისდა მიხედვით, მსოფლიო რაგბი გვირჩევს თავიდან ავირიდოთ ყველა არა აუცილებელი მოგზაურობა ჩინეთში, შემდგომ გაფრთხილებებამდე. მსოფლიო რაგბი ყურადღებით მონიტორირებს ვითარებას და კავშირშია ჯანმო-სთან, შესაბამის ეროვნული ორგანოებთან და ეროვნულ კავშირებთან.

როგორც მოგეხსენებათ, HSBC მსოფლიო რაგბის შვიდკაცას სერიები ჰონგ კონგსა და სინგაპურში გადაიდო ოქტობრამდე ორივე ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ჯანმრთელობის რისკი დაბალი რჩება, არის ცვალებადი მდგომარეობა და მოგზაურობის შეჩერების რისკი ნიშნავს, რომ შეიძლება მეტი შეჯიბრის ჩატარება დადგეს საფრთხის ქვეშ.

ზოგიერთმა ქვეყანამ დააწესა საკარანტინო და/ან სკრინინგული ზომები საზღვარგარეთიდან ჩამოსული მგზავრებისათვის. ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს, სადაც არის 2019nCoV ინფექციის შემთხვევები, მაგრამ პირადად მათ არ აღენიშნებათ ინფექციის სიმპტომები, ჩვეულებრივ არ საჭიროებენ კარანტინის ზომებს ან შეზღუდვებს. თუმცა, შეზღუდვები დაწესებულია მთავრობების მიერ (მათ შორის აშშ, იაპონია და ავსტრალია).

ამ ეტაპზე, სანამ სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება, ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი დონის სიფხიზლის მზადყოფნას. ჩვენ ვურჩევთ ყველა თანამშრომელს, სპორტსმენსა და გულშემატკივარს დაიცვან ჯანმო-ს ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები:

ჯანმო-ს რჩევები:

რეკომენდებულია გათვალისწინებულ იქნას ქვემოთ მოცემული ზომები, რათა შემცირდეს მწვავე რესპირატორული ინფექციების გადაცემის ზოგადი რისკი:

  • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს მწვავე რესპირატორული ინფექციით დაავადებულ პირებთან;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ავადმყოფებთან ან მათ გარემოსთან უშუალო კონტაქტის შემდეგ;
  • მოერიდეთ დაუცველ კონტაქტს სამეურნეო ან გარეულ ცხოველებთან;
  • მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან “ხველის ეტიკეტი” (შეინარჩუნონ დისტანცია, დაფარონ ხველა და დაცემინება ერთჯერადი ქსოვილებით ან ტანსაცმლით, და დაიბანონ ხელები).
  • სახის ნიღბის ტარება რეკომენდებულია რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის (მაგ. ხველა), მაგრამ არ არის რეკომენდებული ჯანმრთელი პირებისათვის.

ახალი კორონავივირუსის შესახებ ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით ჯანმო გვირჩევს, რომ მიღებულ უნდა იქნას დაავადების გატანის და შემოტანის რისკის შეზღუდვის ზომები, საერთაშორისო მიმოსვლის არასაჭირო შეზღუდვების გარეშე. [1]

პატივისცემით,

 

ეანა ფალვი

მსოფლიო რაგბის სამედიცინო სამსახურის უფროსი

****

1 World Health Organization. WHO: Novel Coronavirus (2019-nCoV) advice for the

public. Nov. Coronavirus advice public. 2020.

 

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ჯანმო-ს ბმულს “Key planning recommendations for Mass Gatherings in the context of the current COVID- 19 outbreak.”

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331004/WHO-2019-nCoV-POEmassgathering-2020.1-eng.pdf?sequence=1&isAllowed=y

 

ფოტო: independentsportsnews