თამაშზე დასწრების წესები | საქართველო – რუმინეთი

ძვირფასო მეგობრებო 28 მარტს, 15 საათზე ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს მესხის სტადიონზე ეთამაშებიან.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მატჩზე გულშემატკივრების დასწრება შეიძლება, თუმცა სტადიონზე გულშემატკივრების მხოლოდ 30 პროცენტი დაიშვება.

ქვეყანაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩზე დასასწრებად სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მატჩზე დასწრება აკრძალულია:

 

  • სტადიონზე შემოსვლისას და მთელი მატჩის განმავლობაში ყველას უნდა ეკეთოს პირბადე;
  • გთხოვთ დაიჭიროთ თადარიგი და სტადიონზე მობრძანდეთ ადრე. მოედანზე შესვლა 12 საათიდან იქნება შესაძლებელი;
  • სტადიონზე შესვლა შეიძლება მხოლოდ იმ შესასვლელიდან, რომელიც მითითებულია ბილეთში;
  • სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა, შესაბამისად ყველა ვალდებულია დაჯდეს იმ სკამზე, რომელიც მითითებულია ბილეთში;
  • მატჩის დღეს სტადიონის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის გარე-ვაჭრობა იქნება აკრძალული! გაიყიდება მხოლოდ წყალი;