U20 | სამხრეთ აფრიკის დომინირებით

სტელენბოშში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მესამე მატჩში, სამხრეთ აფრიკა სრულად დომინირებდა, ექვსი უპასუხო ლელო გაიტანა, ყველა გარდასახა და 42:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს, მეტოქემ კი ორი ლელოს გატანა მოახერხა.

ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე ვაჟა მიქაძეს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ძელს გაარტყა. 20 წუთის შემდეგ მეტოქემ ჩვენი შეცდომების და ფეხით კარგად თამაშის ხარჯზე შეძლო ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა, 26-ე წუთზე შეტევა მოკლე ფრთაზე გააგრძელა, ხაზი გაიჭრა და შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. 31-ე წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქის 22-ში მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარეს და სინბინის შემდეგ მეტოქე მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ 5-მეტრიან შერკინებაში დავჯარიმდით და კვლავ უკან დახევა მოგვიწია. ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ჯარიმა გაუცუდდათ, თუმცა მეტოქე ჩვენს 22-ში დარჩა, მოკლე დარტყმებით შეგვიტია და მეორე ლელო გაიტანა – 0:14.

შესვენებისას მეტოქემ ცვლილებებს მიმართა, ტემპს უმატა და სრულ უპირატესობას დაეუფლა. მართალია მათ კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდათ, თუმცა ერთი წუთის ინტერვალში სინბინით ლაშა ციხისთავი და ნიკა სუთიძე დავკარგეთ და მოედანზე 13 კაცის ამარა დავრჩით. „ჯუნიორ ბოკემ“ 5-მეტრიანი შერკინებიდან ერთი ლელო იქვე გაიტანა, 61-ე წუთზე კი ხაზი გაიჭრა და მეოთხე ლელო მივიღეთ. დასკვნით 10 წუთში ერთი ლელო ფეხით ცუდად მოგერიების შემდეგ, კონტრშეტევით გავუშვით, ხოლო მეორე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შედეგად და მასპინძლებმა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში არგენტინამ ურუგვაის 35:12 მოუგო. 3 ივლისს სამხრეთ აფრიკა ფინალში არგენტინას, უმცროსი ბორჯღალოსნები კი მე-3 ადგილისთვის ურუგვაის შეხვდება.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში

მესამე ტური. 28 ივნისი.

საქართველო v სამხრეთ აფრიკა 0:42 (0:14)

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი, 14. შალვა აფციაური, 13. ლაშა ცხოვრებაძე, 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი, 11. საბა არჩვაძე, 10. ვაჟა მიქაძე, 9. გიორგი კურტანიძე;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. თამაზ ჯიმშელეიშვილი, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გურამ ღანიაშვილი, 6. რატი ზაზაძე, 7. ლაშა ციხისთავი, 8. პაატა გალდავა.

მარქაფა: 16. დავით გველესიანი, 17. ირაკლი აფციაური, 18. ბადრი ციხისთავი, 19. ნიკოლოზ სუთიძე, 20. ბექა გელხვიძე, 21. ლუკა არჩვაძე, 22. პეტრე ხუციშვილი, 23. გიორგი ჩიქოვანი, 24. დავით იმნაძე, 25. კოტე იაშვილი.

 

სამხრეთ აფრიკა 3  3  0  0  104-36  14

არგენტინა  3  2  0  1  143-55  11

ურუგვაი  3  1  0  2  42-79  4

საქართველო  3  0  0  3  25-144  1

 

ფოტო: Roger Sedres/TrySportimages