U15 | აღმოსავლეთში დასკვნით ტურნირზე გამსვლელები გაირკვა

გასულ შაბათ-კვირას „რაგბი ჭალამ“ 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა აღმოსავლეთ ზონაში.

12-კაცა რაგბში დასკვნითი ტურნირი 15-16 მაისს გაიმართება. მასში აღმოსავლეთიდან 10 და დასავლეთიდან 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

აღმოსავლეთ საქართველოში შესარჩევი ტურნირი უკვე გაიმართა და ერთი ჯგუფი ‘ლელომ’, ხოლო მეორე ‘ხვამლმა’ მოიგო.

დასკვნით ტურნირზე თბილისიდან ითამაშებენ (7 გუნდი): ლელო, ხვამლი, აკადემია, ლოკომოტივი, ყოჩები, ხულიგანა და არმაზი. შესარჩევ ტურნირში მე-5 ადგილი დაიკავა ხარებმა, რომელიც დასკვნით ჩემპიონატში ქვემო ქართლის კვოტით გადის. კახეთიდან უკეთესი შედეგი ‘ვეფხვებს’ (მე-11 ადგილი) ქონდა, თუმცა ის ფინალურ მატჩებში ‘ჭადარის’ მორაგბეებსაც დაიმატებს. შიდა ქართლიდან ‘გორი’ ითამაშებს, რომელიც შესარჩევ ტურნირში მე-12 ადგილზე გავიდა.

თამაშები იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ ჯგუფურ ეტაპზე და ფლეი ოფებში ორ-ორჯერ დაფიქსირდა ფრე. ერთ-ერთ ბადეში ‘ხარები’ მესამე ადგილის მფლობელი დამატებითი არეკნებით გახდა (არმაზთან). არეკნები გახდა საჭირო ჯგუფის გამარჯვებულის გამოსავლენადაც და ‘ხვამლმა’ ‘ლოკომოტივს’ სძლია.

მეორე ბადეში ‘ყოჩებმა’ ‘ხულიგანას’ მესამე ადგილისთვის 19:7 მოუგო, ხოლო ფინალში ‘ლელომ’ ‘აკადემია’ 26:5 დაამარცხა.

დასავლეთ საქართველოდან ორი ადგილი ქუთაისს ეკუთვნის, ერთი იმერეთის რეგიონს, ხოლო აჭარას, სამეგრელოს და გურიას თითო-თითო.