გამგეობის გადაწყვეტილება (გადადებული) საერთო კრების გამართვის შესახებ

9 დეკემბერს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამეგეობის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს რაგბის კავშირის გადადებული საერთო კრების (ყრილობის) გამართვის საკითხი. სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილაბა:

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო უვადოდ გადადებული საერთო კრება (ყრილობა) ჩატარდება 2020 წლის 24 დეკემბრიდან 30 დეკემბის ვადაში, ხოლო გადადებული საერთო  კრების (ყრილობის) ჩატარების ზუსტი თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა, გამგეობის მიერ დადგინდება და გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 16 დეკემბრისა.