რჩეულთა გზა | გუნდის შენებისთვის (U20)

  • 1 min read
[addtoany]
რჩეულთა გზა | გუნდის შენებისთვის (U20)

რჩეულთა გზა – ეს არის საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული პროექტი. პროექტის მიზანს წარმოადგენდა 2018 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის (20-წლამდელთა ნაკრები) გუნდის შენების ისეთი გარემოს შექმნა, რომლიც სპორტულ (რაგბი) მხარესთან დაკავშირებული არ იქნებოდა და დამღლელ შეკრებებს შორის, მისცემდა მორაგბეებს ყურადღების გადატანის შესაძლებლობას შემეცნებით-გასართობ გარემოში.

პროექტის ავტორი:

ნოდარ ანდღულაძე – სრკ-ს მორაგბეთა კეთილდღეობის კოორდინატორი, ვეტერანი ბორჯღალოსანი

პროექტის პარტნიორები:

თიბისი ბანკი | ლუდი ‘აისი’ | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტონ | ზარაფხანა | ალექსანდრე გოცი | ენთერთეითმენთ ჯორჯია | გიგა ჯორჯაძე | დავით მაჭავარიანის სახელოსნო | დავით ტურაშვილი | გრაფიკ ნოველსი | ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბი ‘ბორჯღალოსნები’

განხორციელების პრინციპი:

პროექტი განხორციელდა 5 ფაზად. თითო ფაზა წარმოადგენდა კონკრეტულ ლოკაციას საქართველოში. ირჩეოდა კონკრეტული დღე, რომლებსაც სათავგადასავლო დღეები ეწოდა. ამ კონკრეტულ დღეს მონაწილეები მიდიოდნენ ლოკაციაზე და სხვადასხვა დავალებების შესრულების შედეგად, მოიპოვებდნენ არტეფაქტებს და გასაღებებს.

დღის ბოლოს, მოპოვებული გასაღებების მეშვეობით, მონაწილეები ხსნიდნენ ‘ცოდნის სკივრს’, რომელშიც ისინი შემდეგ დავალებას პოულობდნენ.

საბოლოოდ, 20 წლამდელებმა 5-ვე ფაზას თავი წარმატებით გაართვეს და მოპოვებული არტეფაქტების შეჯამებით მოახერხეს ‘უსახელო მებრძოლის’ ფიგურის აწყობა, რომელიც იმ დღიდან წარმოადგენს 20-წლამდელების თილისმას და ნაკრებს უსახელო მებრძოლი ყველა ტურნირზე თან მიყავს.

საინტერესო: ლეგენდის თანახმად, უსახელო მებრძოლი დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელთან ერთად იბრძოდა და სამშობლოსთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

ახალი ტრადიცია – პროექტის ბოლოს უმცროს ბორჯღალოსნებს ასევე გადაეცათ უსახელო მებრძოლის ხმალი და ფარი. ნაკრების ტრადიციის შესაბამისად, ყოველი მატჩის შემდეგ ფარი გადაეცემა საუკეთესო დამცველს, ხოლო ხმალი საუკეთესო შემტევს.

პირველი დავალება და ცონდის სკივრის გაცნობა

2018 წლის 20 მარტს ნოდარ ანდღულაძემ შეკრებაზე მყოფ 20-წლამდელებს ცოდნის სკივრი მიუტანა და აუხსნა რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რამდენიმე დავალების შესრულების შემდეგ, ცოდნის სკივრის პირველი გასაღები მოიპოვეს და შემდეგი დავალებაც მიიღეს.

სამშვილდის ციხე

26 მარტს უმცროსი ბორჯღალოსნები სამშვილდის ციხეში მივიდნენ, სადაც პირველი სათავგადასავლო დღე გაიმართა. აქ უმცროს ბორჯღალოსნებს სხვა და სხვა სახალისო დავალებების შესრულება მოუწიათ და არქეოლოგიური გათხრის შედეგად, პირველი არტეფაქტებიც მოიპოვეს.

უფლისციხე და სასმელი წყლის მოპოვება

3 აპრილს მორიგი სათავგადასავლო დღე ისტორიულ ციხე-ქალა უფლისციხეში გაიმართა. 20 წლამდელებმა დავალებების შესრულების შემდეგ ყველა იმ საჭირო ნივთის მოპოვება შეძლეს, რომელთა დახმარებით, წინაპრების მეთოდებით გაწმინდეს წყალი – დაამზადეს ძველებური წყლის ფილტრი. ამის შემდეგ მათ არტეფაქტები შეაგროვეს და ცოდნის სკივრიდან შემდეგი დავალება მიიღეს.

საინტერესო: ამ შემთხვევაში 20-წლამდელებს დავალებების შესასრულბლად სულ 80 წუთი ჰქონდათ.

გორის ციხე და მოპოვებული ცეცხლი

2 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნების სათავგადასავლო დღე გორის ციხეში გაიმართა. ამ შემთხვევაში მათ ციხეში შესასვლელად გალავანზე ცოცვით ასვლა მოუწიათ. გალავნის აღების შემდეგ, მათ დავალებები შეასრულეს და მოიპოვეს ცეცხლი და უსახელო მებრძოლის ფარი

თავსატეხები ძველ თბილისში

7 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნების თავგადასავალი ძველ თბილისში – რიყეზე, ნარიყალასა და აბანოთუბანში გაიმართა. აქ 20-წლამდელებს არტეფაქტების მოსაპოვებლად თითოეულ ადგილზე თავსატეხების ამოხსნა მოუწიათ.

უსახელო მებრძოლი

16 მაისს პროექტის დასკვნითი ფაზა, დამაგვირგვინებელი სათავგადასავლო დღე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. თავდაპირველად, დასკვნითი დღე საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ ადგილზე, დიდგორის ველზე უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო, ღონისძიების გამართვა შევარდენზე გადაწყდა.

აქ 20-წლამდელებმა ბოლო დავალებები შეასრულეს და ყველა ართეფაქტს თავი ერთად მოუყარეს, რომელთა მეშვეობითაც უსახელო მებრძოლის ფიგურა ააწყეს. როგორც პროექტის აღწერაში აღინიშნა, 20 წლამდე ნაკრები ამ ფიგურას, როგორც თილისმას, ყველა ტურნირზე თან ატარებს.