Rugby World: 10 რამ რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ

პოპულარულმა ბრიტანულმა სარაგბო გამოცემა Rugby World-მა ბორჯღალოსანთა კვაჭის, შალვა მამუკაშვილის ცხოვრებიდან 10 მნიშვნელოვანი მომენტი გამოარჩია.

„მამუკაშვილი 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს საკვანძო მოთამაშე იქნება. გრძელი წვერი, ფართე მხრები და 10 ლომის ხელა გული – ეს შალვა მამუკაშვილია:

  1. დაიბადა 1990 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, დავით მამუკაშვილისა და ეკატერინე როჭიკაშვილის ოჯახში.
  2. დედამისი მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია.
  3. შალვა მამუკაშვილი 6 წლის იყო, როდესაც რაგბის თამაში ბოლნისის ‘ყოჩებში’ დაიწყო.
  4. კაცთა გუნდში მან პირველად 18 წლის ასაკში, ‘ყოჩების’ შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 2014 წლამდე ირიცხებოდა, მერე კი თბილისის ‘არმიაში’ გადავიდა.
  5. საკლუბო კარიერის განმავლობაში მას 8 პროფესიულ გუნდში უთამაშია, მათ შორის ‘გლაზგო უორიორსში’, ‘ლესთერ თაიგერსში’, ტოპ 14-ის ‘მონპელიესა’ და ‘ტულონში’. ის მართლაც თანამედროვე მორაგბეა.

6. სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ესპანეთთან ჰქონდა, პირველი გამარჯვება კი ერთი კვირის თავზე პორტუგალიასთან იზეიმა.

7. ბორჯღალოსნების კვართით მან უკვე გაიტანა 13 ლელო და კიდევ 8 ლელოს გატანის შემთხვევაში, მსოფლიოს საუკეთესო მელელოვე კვაჭებს შორის საუკეთესო სამეულში მოხვდება.

8. ის უახლოვდება ცენტურიონის სტატუსს, რადგან უკვე 97 კეპი აქვს მოხვეჭილი და მეექვსე ქართველი მორაგბე გახდება, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.

9. ბორჯღალოსნებთან ერთად მას 11-ჯერ აქვს მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ სანდრო თოდუას ჩამორჩება.

10. 2022 წლის ისტორიულ გამარჯვებაში უელსთან, ის შეცვლაზე შევიდა და საქართველოს ორი გადამწყვეტი შერკინების მოგებაში დაეხმარა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი თქვა – „მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება“.

წყარო: RUGBYWORLD.com