გიორგი მაისურაძის ონლაინ-სემინარი (IV ნაწილი)

მსოფლიო რაგბის ედუკატორი ფიზ.მომზადებასა და სამწვრთნელო საქმეში, საქართველო XV-ის, 18-წლამდე ნაკრების, 7-ქალასა და თბილისის ‘ლოკომოტივის’ ფიზ.მომზადების მწვრთნელი, ირლანდიაში არსებული სპეციალიზირებული კოლეჯის მაღალი დონის ფიზ.მომზადების სამაგისტრო კურსის მაგისტრანტი გიორგი მაისურაძე, ოთხშაბათს, 27 მაისს 20 საათზე გამართავს ონლაინ-სემინარს თემაზე – ახალი მეთოდები უნარების სწავლებაში.

მასალის მოცულობიდან გამომდინარე, ვებინარი ოთხ ნაწილად გაიყო. პირველი, მეორე და მესამე ნაწილები შესაბამისად – 27 და 29 აპრილს, ასევე 15 მაისს ჩატარდა და მათი ვიდეო-ჩანაწერების ნახვა რაგბის კავშირის ფეისბუქ-გვერდებზეა შესაძლებელი. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, მასზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/87933849489?status=success