გიორგი მაისურაძის ონლაინ-სემინარი (III ნაწილი)

მსოფლიო რაგბის ედუკატორი ფიზ.მომზადებასა და სამწვრთნელო საქმეში, საქართველო XV-ის, 18-წლამდე ნაკრების, 7-ქალასა და თბილისის ‘ლოკომოტივის’ ფიზ.მომზადების მწვრთნელი, ირლანდიაში არსებული სპეციალიზირებული კოლეჯის მაღალი დონის ფიზ.მომზადების სამაგისტრო კურსის მაგისტრანტი გიორგი მაისურაძე, ხვალ 15 მაისს 20 საათზე გამართავს ონლაინ-სემინარს თემაზე – ახალი მეთოდები უნარების სწავლებაში.

მასალის მოცულობიდან გამომდინარე, ვებინარი სამ ნაწილად გაიყო. პირველი და მეორე ნაწილები 27 და 29 აპრილს ჩატარდა და მათი ვიდეო-ჩანაწერების ნახვა რაგბის კავშირის ფეისბუქ-გვერდებზეა შესაძლებელი. რაც შეეხება მესამე ნაწილს, მასზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/5085552820?status=success