საქართველოს რაგბის კავშირის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი, სრულიად ქართული რაგბის თემის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

რაგბის კავშირი მუდამ გამოხატავდა და გამოხატავს უდიდეს პატივისცემას ქართველი და მსოფლიოს მაშველების მიმართ. ისინი არიან გმირები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოხლის ფასად რისკავენ გაჭირვებაში ჩავარდნილი  ადამიანების გამო, რაც ასე ახლოსაა რაგბის სულთან.

ჩვენ ვიზიარებთ გუდაურში დაღუპული გმირების ოჯახის წევრების და თანამშრომლების მწუხარებას და ვუთანაგრძობთ მათ ამ მძიმე წუთებში.